ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა
ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღნიშნეს ქალაქ ახალციხეში. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის ობელისკი, ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
„დღევანდელი დღის მნიშვნელობისა და ამ გამარჯვებაში ვეტერანების დამსახურებაზე ისაუბრეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა იოსებ ალიბეგაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ ფარცახაშვილმა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, ოჯახებში პირადად მოინახულეს ვეტერანები. გამარჯვების დღე მიულოცეს და ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვეს ქალაქ ახალციხეში მცხოვრებ სააკ მიქაელიანს და სოფელ წყალთბილაში მცხოვრებ მისაკ ავეტისიანს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.