ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ომში დაღუპულთა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

„ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან, მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ომში დაღუპულთა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო“, – ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ

მეორე მსოფლიო ომში ხულოს მუნიციპალიტეტიდან 750 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან 247 გარდაცვლილი და უგზოუკვლოდ დაკარგულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები