ბოლნისში ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღნიშნეს
“ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს მერიამ პირად ანგარიშზე ფულადი დახმარება 500 ლარი ჩაურიცხა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
“დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ანტიჰიტლერულმა კოალიციამ, რომლის რიგებშიც ჩვენი თანამემამულეებიც იბრძოდნენ, კაცობრიობას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება აჩუქა. მეორე მსოფლიო ომმა არაერთი ქართველის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ამ ადამიანების სისხლი ტყუილად არ დაღვრილა, რადგან მათ ჩვენ თავისუფლება გვაჩუქეს. ეს დღე განსაკუთრებით მსურს ჩვენს ვეტერანებს მივულოცო. მათ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ვუსურვებ და გმირობისთვის დიდ მადლობას ვუხდი”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილი”,- წერია ინფორმაციაში.