ფოთში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა.

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკო, ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს, ფულადი წახალისების სახით 300 ლარი გადაეცა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.

მეორე მსოფლიო ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ომში 11 ათასი ფოთელი იბრძოდა და აქედან 2000 მონაწილე შინ არ დაბრუნებულა”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები