ოზურგეთში მამაკაცმა, სავარაუდოდ, მეზობელი ქალის გაუპატიურება სცადა
ოზურგეთის რაიონში 45 წლამდე კაცმა, სავარაუდოდ, მეზობლის, 34 ქალის გაუპატიურება სცადა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ქალი საკუთარ სახლში შეიტყუა, თუმცა ქალმა გაქცევა მოახერხა, რა დროსაც დაზიანებები მიიღო.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სავარაუდო მოძალადე იმალება და მას პოლიცია ეძებს.