ნინო ლაცაბიძე კამპანიის ,,თაობა მომავლისთვის” ფარგლებში, 1700 ახალგაზრდას შეხვდა

რუსთავის მერისა და ახალგაზრდული დეპარტამენტის ინიციატივით დაწყებული კამპანია – ,,თაობა მომავლისთვის”, რომელიც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებთან მათთვის საინტერესო საკითხებზე დისკუსიას ითვალისწინებდა, #28 საჯარო სკოლაში გამართული შეხვედრით დასრულდა.
კამპანიის ფარგლებში, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთაველ წარმატებულ სპორტსმენებთან, მუსიკოსებთან და სხვა ცნობად სახეებთან ერთად, 1700-მდე ახალგაზრდას შეხვდა. რუსთავის მერმა საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტები, პროგრამები, რეფორმები, ინიციატივები გააცნო და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
,,კამპანიის – ,,თაობა მომავლისთვის” ფარგლებში, 1700-მდე ახალგაზრდას შევხვდით. ვიყავით აბსოლუტურად ყველა სკოლაში და ვისაუბრეთ ჩვენი ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე. ჩვენ ამ თანამშრომლობას და მეგობრობას აუცილებლად გავაგრძელებთ. უახლოეს პერიოდში შეიქმნება მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო. ახალგაზრდულ საბჭოში, ყველა სკოლის წარმომადგენელი იქნება, ამით ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება, კიდევ უფრო ახალ და საინტერესო ეტაპზე გადავა”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
შეხვედრების მიმდინარეობისას, რუსთავის მერმა ახალგაზრდებს, კიდევ ერთი ახალი პროექტი – „სკოლის ელჩი” გააცნო. პროექტის ფარგლებში, თავად სკოლის მოსწავლეები აირჩევენ ერთ წარმომადგენელს, რომელიც მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრი და რუსთავის მერიაში საკუთარი ,,სკოლის ელჩი” იქნება.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები