რუსთავის ცენტრალური პარკის საფესტივალო სივრცეში ,,ოქსიგენფესტის” პრეზენტაცია გაიმართა
“რუსთავის ცენტრალური პარკის საფესტივალო სივრცეში ,,ოქსიგენფესტ 2023 “-ის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციის ფარგლებში, რუსთავის მერიას, ,,ოქსიგენის”, წყლის კომპანია ,,მინერალისა” და სს,,რუსთავის აზოტი – ინდორამას” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ,,ოქსიგენის”, ..რუსთავის აზოტი-ინდორამასა” და ,,მინერალის” წარმომადგენლებმა მოაწერეს”, ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
,,ოქსიგენფესტი” გახდა ჩვენი ქალაქის ტრადიცია, რომელშიც ვერ თიანდებით თითოეული რუსთაველი. დღეს რუსთავის ახალი განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, ჟანგბადი გვჭირდება ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ჟანგბადი სჭირდებათ ახალგაზრდებს. პროექტის, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს განტვირთვის საშუალებას და რომელიც შარშან პირველად გაიმართა რუსთავში, სულისჩამდგმელი არის ლაშა ნოზაძე, რისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა ვუერთდებით ამ პროექტს და ველოდებით ,,ოქსიგენფესტს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
,, ოქსიგენფესტი”, წელს განსხვავებული ფორმატით დაიგეგმა. საფესტივალო სივრცე 1 და 2 ივლისს თევზჭერის მოყვარულებს უმასპინძლებს, რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილი საფესტივალო სივრცე მომდევნო სამი დღით კინომოყვარულებს დაეთმობათ, ფესტივალის მთავარი მუსიკალური ნაწილი, კი 7, 8 და 9 ივლისს შედგება.
,,ოქსიგენის” მუსიკალური ფესტივალის დღეები გახლავთ 7, 8, 9 ივლისი, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. 1 და 2 ივლისი იქნება ,,თევზაობის დღეები”, რომელიც ,,ოქსიგენის ფარგლებში ოქტომბერში ერთხელ უკვე შედგა. 4, 5 და 6 ივლისი იქნება ღია კინოჩვენების დღეები და მოეწყობა სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი საავტორო ფილმების ჩვენება. წლევანდელი ფესტივალის მიმდინარეობა იქნება – ,,ჩაისუნთქე ისტორია”. ლოკაცია უცვლელია – რუსთავის ცენტრალური პარკი, ისტორიული ციხის ტერიტორია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროა რუსთავის სიძველეებზე ვისაუბროთ, ვისაუბროთ ისტორიაზე, იმაზე, რომ ეს ქალაქი ძალიან ძველია, ეს ციხე ძალიან ძველია და რომ ეს ყველაფერი ყველასია. სწორედ აი ამას ემსახურება წლევანდელი ,,ოქსიგენი”, – განაცხადა ფესტივალის დამფუძნებელმა ლაშა ნოზაძემ.
საფესტივალო სივრცე ,,ოქსიგენი” 2022 წელს დაარსდა, ზაფხულში ორდღიან მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლა, შემოდგომაზე კი ,,ფიშფესტი” ჩატარდა. ,,ოქსიგენფესტ 2022″-ის პირველი დღე ელექტრონულ მუსიკას დაეთმო, მეორე, კი ,,არტ გენს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.