თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის გენერალურ მდივანს და სარჯას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაერთიანებული არაბთა საამიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის გენერალურ მდივანს ჰუმეიდ ბენ სალემს და სარჯას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს სულთან ალ ოვეის შეხვდა, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული ურთიერთობის გააქტიურებას.

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და ეკონომიკური ფორუმის ბათუმში გამართვასთან დაკავშირებით.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები