გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სოფელ ნიქოზში მცხოვრები ჭრა – კერვით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის სასწავლო კურსი დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სოფელ ნიქოზში მცხოვრები ჭრა – კერვით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის სასწავლო კურსი დაიწყო, ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პროექტი ითვალისწინებს ნიქოზში არსებული წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სკოლის შემოქმედებითი წრეების მოსწავლეებისთვის ტრადიციული სამოსის შექმნას. სამოსის შექმნის პროცესს მოწვეული პროფესიონალები უძღვებიან.
კერვის პროცესში ჩართული ჭრა – კერვით დაინტერესებული ადგილობრივი მოქალაქეები ეცნობიან აღნიშნულ სფეროში არსებულ სიახლეებსა და თანამედროვე ტენდენციებს.
ტრადიციული სამოსით ჯამში 60 -მდე სკოლის მოსწავლე შეიმოსება. ისინი პროექტის ფარგლებში შეკერილი სამოსით წარსდგებიან როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ღონისძიებებზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას.
10 თვიანი პროექტის მიზანია, ადგილობრივებისთვის ჭრა – კერვის შესწავლა და წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სკოლის შემოქმედებითი წრეების მოსწავლეებისთვის ტრადიციული სამოსის შექმნა.
ინიციატივა ფინანსდება კულტურული ღინისძიებების პროექტების ხელშეწყობის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.