თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი ალ საიღის შეხვდა
თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი ალ საიღის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, ინვესტიციების მიმართულებით. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგი მაღალ ნიშნულზეა, რასაც მოწმობს ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტები ორ ქვეყანას შორის.
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების განხორციელება და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ.