ქვემო ქართლის რეგიონში, ქალაქ ბოლნისში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 9 კორპუსის შიდა ეზოში ასფალტის საფარი დაიგო

ქალაქ ბოლნისში, აღმაშენებლის ქუჩაზე 9 მრავალსართულიანი ბინის ეზო კეთილმოეწყო, ამ ეტაპზე კი სამუშაოები კიდევ 3 მრავალსართულიანი ბინის ეზოში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის 11 803 მ2 საფარი დაიგო. ეზოებში დამონტაჟდა გარე განათება, მოეწყო სარინელები.

ასფალტის მოწყობის პროექტს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და მისი მოადგილე ილია ჯალაღანია გაეცნენ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 1 571 900 ლარს შეადგენს. მრავალბინიანი კორპუსების ეზოებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით იგეგმება. პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება.

“დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 9 კორპუსის შიდა ეზოში გზის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დამატებით 3 კორპუსის ეზოში მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 1 571 900 ლარს შეადგენს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია და ვცდილობთ ქალაქში გზების პრობლემა ეტაპობრივად მოვაგვაროთ”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები