ახალციხის ციხეზე სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

 

საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 32-ე წლისთავთან დაკავშირებით, ახალციხის ციხეზე, ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის, 104-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტთა ახალი შემადგენლობის სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ფიცის დადების ცერემონიალს სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების, თავდაცვის ძალების, საგანმანათლებლო სფეროს და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და რეზერვისტთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები