გორი კადეტთა შორის „ევროპის თასს“ მასპინძლობს

გორი კადეტთა შორის „ევროპის თასს“ მასპინძლობს. შეჯიბრება გორის სპორტის სასახლეში დღეს დაიწყო და 30 აპრილს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ევროპის თასში“ 16 ქვეყნის 330 – მდე სპორტსმენი გოგონა და ვაჟი იღებს მონაწილეობას.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, მონაწილეებთან და საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსულ გულშემატკივრებთან ერთად, გორი ევროპის ძიუდოს კავშირისა და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ დელეგაციებს მასპინძლობს.

„ევროპის თასი“ ხვალ, გორის სპორტის სასახლეში, 10:00 საათიდან დაიწყება, დასწრება კი თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები