კადეტთა შორის ევროპის თასისთვის მზადება გრძელდება – გორის სპორტის სასახლის ეზო წესრიგდება
გორის სპორტის სასახლე, 29-30 აპრილს, საქართველოში პირველად, კადეტთა შორის „ევროპის თასს” უმასპინძლებს. მაღალი რანგის ღონისძიებისთვის სპორტის სასახლის ეზოში სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლების მიერ მოხდება ტერიტორიის დასუფთავება, გაითიბება ბალახი. აღნიშნულ ტერიტორიაზე, სააგენტო დასუფთავების აქციებს პერიოდულად ახორციელებს.
სეზონური სამუშაოების ფარგლებში სხვა გამწვანებით სამუშაოებთან ერთად გაზონების თიბვა ქალაქის მასშტაბით არაერთ ლოკაციაზე მიმდინარეობს.