“მე მიყვარს გორი” – კონსტრუქცია ქალაქის შემოსასვლელში განთავსდა
კონსტრუქცია ,, მე მიყვარს გორი” ქალაქის შემოსასვლელში განთავსდა.
მერიის ინფორმაციით, მანათობელი წარწერა ავტომაგისტრალზე, გორის შემოსასვლელთან დამონტაჟდა.
კონსტრუქცია, რომელიც ქალაქში იყო განთავსებული არაერთხელ დააზიანეს. ვანდალიზმის მორიგი ფაქტის შემდეგ კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ მოხდა მისი აღდგენა და კონსტრუქციის ახალ ლოკაციაზე განთავსება.