ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი ბაღის აღმზრდელებს 50 პროცენტიანი ფასდაკლებით მოემსახურება

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტში, სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებათა თანამშრომლები 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილების საჭიროება, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დეპუტატების მოსახლეობასთან შეხვედრებისას გამოიკვეთა. ცნობისთვის, მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფები ვრცელდება: · მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის უფასო მგზავრობა · ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სასწავლებლების სტუდენტებისათვის (სასწავლებლის მომართვის საფუძველზე) 50%-იანი ფასდაკლება; · ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის 50%-იანი ფასდაკლება; · სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის – უფასო; · 0-10 წლამდე ბავშვებისათვის – უფასო; · სკოლის მოსწავლეებისათვის 50%-იანი ფასდაკლება; · სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის 50% – იანი ფასდაკლება; · საპატიო ზუგდიდელებისათვის – უფასო მგზავრობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები