თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

 

ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში რამადან ბაირამთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა შესრულდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ მრევლს დღესასწაული მიულოცა.

,, გილოცავთ რამადან–ბაირამს, დღესასწაულს რომელიც სიყვარულს, ურთიერთმიტევებას, თანადგომას უკავშირდება.

ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობით, ტრადიციებისა და რწმენის პატივისცემით, ვაძლიერებთ ერთმანეთს, ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას!

მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

სადღესასწაულო ლოცვას აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები