თელავის რაიონულმა სასამართლომ 71 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 71 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბაჩო ხაშმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე ბრალდების მხარე უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების , პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

პროკურორის განცხადებით, დაკავებულის მხრიდან არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის ხელახლა ჩადენის საფრთხეები.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. 18 წლის ბრალდებულის ადვოკატი მოითხოვდა განრიდების საკითხი განხილულიყო.

შეგახსენებთ, რომ ახმეტაში მკვლელობა 17 აპრილს მოხდა. 71 წლის ქალს მეზობელმა, 18 წლის ბიჭმა სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მომხდარის მოტივად,მხარეებს შორის წარსულში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული დავა სახელდება. საქმეზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. წინა სასამართლო სხდომა 8 ივნისს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები