ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მერიის დაფინანსებით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ადგილზე ოზურგეთის მერი – ავთანდილ თალაკვაძე მოადგილეებთან ერთად გაეცნო.
„ვასრულებთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას – ამჯერად, დაბა ლაითურში ვაკეთებთ გზის რეაბილიტაციას. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 2 378 994 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება. შედეგად, მოეწყობა 3 300 მეტრი სიგრძის გზა.
ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერმინისტრს და მთავრობას ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.