საჩხერეში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში.

მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან გაგა დარბაიძესთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქ. საჩხერეში თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

აღნიშნულ ქუჩაზე ეწყობა ღობეები, ბორდიურები, ტროტუარები და სანიაღვრე არხები.
სოფელ გორისაში საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა დაიწყო.
პროექტი გარდამავალია და ამ დროისთვის პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები