თელავის რაიონულმა სასამართლომ მეგობარი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წელი მიუსაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობის საქმეზე, 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილი დამნაშავედ სცნო.

საქმე ეხება თელავში, ალაზნის გამზირზე გასული წლის 9 ოქტომბერს მომხდარ დანაშაულს. ახალგაზრდა ქალს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა კაცმა წლინახევარის შვილის თანდასწრებით ნაქირავებ ბინაში სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში მიაყენა.

დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე, თორნიკე გამხვეტელაშვილი ცოლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დობისთვის და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე მამუკა წიკლაურმა ბრალდე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბა უკა­ნო­ნოდ სცნო და გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გაათა­ვი­სუფ­ლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები