სამტრედიაში, მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, სააღდგომო ნობათი დარიგდა
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახებს, სააღდგომო ნობათი დაურიგა.
“ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ ფენაზე ზრუნვა, რომელიც სოციალურ პრობლემებს ებრძვის. ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით მათ და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმი გაკეთდება. მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული დახმარების პაკეტები მომავალშიც იქნება მიზნობრივი ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.
თავის მხრივ, ბენეფიციარებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს.
“აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მომიტანეს ნობათი. ასევე, ჩემს შვილს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, რისთვისაც დახმარება გამეწია. ყოველმხრივ ხელშეწყობა და მხარდაჭერა მაქვს. უღრმესი მადლობა მუნიციპალიტეტის მერს დავით ბახტაძეს, რომელმაც როგორც კი გაიგო ჩვენი საჭიროების შესახებ იმ წამიდან გვერდით გვიდგას და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს”, – აღნიშნა დავით მსხილაძემ.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სააღდგომო ნობათი “თანადგომის” სახლის ბენეფიციარებსაც მიუტანეს.
სააღდგომო ნობათები მუნიციპალიტეტის მასშტაბით 300-მა ოჯახმა მიიღო.