ფოთის მერია: 16-17 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება

ფოთის მერიის გადაწყვეტილებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით , 16 და 17 აპრილს, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს, ქალაქის მასშტაბით, უსასყიდლოდ მოემსახურება.

ამასთან, როგორც მერიაში აცხადებენ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ფოთში, 1300-მდე ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა.

“სასაჩუქრე კალათები დაურიგდა უფასო სასადილოთი მოსარგებლე 360 ბენეფიციარს.
სადღესასწაულო კალათა სხვადასხვა საჭირო პროდუქტს მოიცავს.
სასურსათო კალათები დაურიგდა სოციალურად დაუცველ, შეჭირვებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს, მარტოხელა მშობლებსა და ვეტერანებს”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები