ახალციხეში სააღდგომოდ სასურსათო პაკეტები დარიგდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, უკიდურესად შეჭირვებულ და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს სასურსათო პაკეტები ურიგდებათ.
მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალაქ ახალციხეში და ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ბენეფიციართა ოჯახები პირადად მოინახულეს და სასურსათო დახმარება გადასცეს.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროგრამით გათვალისწინებულ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს 246 ოჯახი, მათ შორის 96 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.
აღნიშნული დახმარება ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად, შეჭირვებული ოჯახებისათვის ყოველკვარტალურად, ხოლო დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებისათვის წელიწადში ორჯერ, საახალწლოდ და სააღდგომოდ გაიცემა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები