ძამას ხეობაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სასულიერო პირი ემსხვერპლა

ძამას ხეობაში, სოფელ ორთუბანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

მომხდარს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის, წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის წევრი მორჩილი ნიკოლოზ ავალიანი ემსხვერპლა.

სასულიერო პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია ავრცელებს.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

“კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები