სროლა ბაღდათში – მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი ადამიანი

 ბაღდათში მკვლელობა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სროლას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

შემთხვევის შედეგად, მოკლულია ერთი და დაჭრილია კიდევ ერთი პირი.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები