ხობში, პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საპერტიოს უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საპერტიოს უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

ხობის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.

მაგივე ცნობით, გზაზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ეზოებთან მისასვლელები და კიუვეტები. გზის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 822 336 ლარი.

როგორც მერიის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის განხორციელების შედეგად მოსახლეობას კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები