ბათუმის საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე “თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2023” გაიმართა, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე დაესწრო.
სამინისტროს ინფორმაციით, თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს სიმბოლური დატვირთვა აქვს. აგრეთვე, ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს ჩვენს რეგიონში დარგის პოპულარიზაციას, მეთევზეობის და აკვაკულტურის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. თავის გამოსვლაში აღნიშნა მინისტრმა ზაზა შავაძემ.
“ფესტივალი დატვირთული იყო კულინარიული, თევზმოშენების, თევზის კვებითი ღირებულების, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის მასტერკლასებით და სხვა საინტერესო თემატიკით. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ: ფერმერული მეურნეობები, ასევე თევზისა და ზღვის პროდუქტების რეალიზაციაში მონაწილე ფიზიკური პირები, რესტორნები, პროფესიული სასწავლო კოლეჯები და სხვა.
ფესტივალის მხარდამჭერია აჭარის მთავრობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, ბათუმის ბულვარი. ღონისძიების ორგანიზატორი ,,ორგანული აკვაკულტურის ასოციაცია ფორეჯი“.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, ქ. ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა ოფიციალური პირები”, – ნათქვამია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.