კახეთში, 13 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავეს

კახეთში, 13 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავეს.

არსებული ცნობით, მოზარდი ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, სადაც ქირით ცხოვრობდა ასევე მათი 25 წლის ნათესავი მამაკაცი. როგორც ირკვევა, ის 13 წლის არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური ხასიათის კონტაქტს სისტემატურად ამყარებდა.

მომხდარი მას შემდეგ გახმაურდა, რაც გოგონა სახლიდან გაუჩინარდა და ოჯახმა პოლიციას მიმართა.

მამაკაცი დაკავებულია, სასამართლომ მას წინასწარი აატიმრობა შეუფარდა. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები