გორში პედაგოგმა მოსწავლეს სცემა – დაწყებულია გამოძიება
გორში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ფლავის საჯარო სკოლის პედაგოგმა მოსწავლეს სცემა.
ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა გაავრცელეს. გეოგრაფიის მასწავლებელი სკოლის ადმინისტრაციამ სამსახურიდან უკვე გაათავისუფლა.
მომხსარზე შს სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს საქმე სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აღიძრა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.