“შოკირებულია მომხდარით” – ქარელში მოზარდზე სექსუალური ძალადობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს
15 წლის მოზარდზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეზე დაკავებულ 63 წლის კაცს ბრალს დღეს წაუყენებენ. რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
დაკავებულს მისი უფლებადამცველი წინასწარი მოთავსების იზოლატორში ცოტა ხნის წინ შეხვდა.
ადვოკატ თამარ თედლიაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შოკირებულია მომხდარით. მისთვის არის წარმოუდგენელი ის ბრალდება, რატომაც იგი დღეის მდგომარეობით იმყოფება წინასწარი მოთავსების იზოლატორში. მე კატეგორიულად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს იყო და არის ე.წ. ოქროს მოწმის პირადი შურისძიება. მოტივებთან დაკავშირებით მოგვიანებით ვისაუბრებ. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ შესაძლებელია ერთი მოწმის ჩვენება გახდეს ადამიანის დაკავების საფუძველი,” – ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, შემთხვევა ქარელის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. დაზარალებული 15 წლის გოგო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. არსებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი რამდენიმე სოფელში “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორი იყო.