აჭარაში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები გრძელდება.
ხულოში გამართულ კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე, ასევე, ბიუროს წევრები აირჩიეს.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი, კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე.
დღესვე, პარტიული კონფერენციები შუახევსა და ქედაში გაიმართება.