გორში დაზიანებული გზების აღდგენა მიმდინარეობს
გორში გზების დაზიანებული საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა – შენახვის პირობით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.
მათივე ცნობით, გზის დაზიანებული საფარის აღდგენითი სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში, ეტაპობრივად განხორციელდება.