“ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ ჩიქოვანი გახდა
“ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ ჩიქოვანი გახდა.
დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ.
„ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით სულ 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს. კონფერენციის მონაწილეები აირჩევენ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ბიუროს წევრებს.
29 და 30 მარტს პარტიული კონფერენციები გაიმართება ასევე ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში.