საგარეჯოს მერმა მსახიობ ნანული ბილანიშვილს თეატრის საერთაშორისო დღე მიულოცა

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა მოადგილეებთან და კულტურის ობიექტების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად, ღვაწლმოსილ უხუცეს მსახიობს ქალბატონს, ნანული ბილანიშვილს თეატრის საერთაშორისო დღე მიულოცა. მერმა მსახიობს თაიგული, ფულადი ჯილდო და ხელოვნების სფეროში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

„საგარეჯოს სახალხო თეატრის დასს და თეატრალური საზოგადოების ყველა წარმომადგენელს ვულოცავ თეატრის საერთაშორისო დღეს!
თეატრალური ხელოვნების სფეროში, ყოველთვის განსაკუთრებულ ნიშას იკავებდა საგარეჯოს სახალხო თეატრის იდეური და შემოქმედებითი მრწამსი. ერთგვარ მემკვიდრეობად და ტრადიციად დამკვიდრდა ნიჭიერი და შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებული მსახიობების წარმატებული და მაყურებლისთვის დასამახსოვრებელი პერსონაჟთა სახეები, რომელნიც სცენის სივრცეში ხელოვნების სიმბოლოდ რჩებიან.
კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ შევქმნათ შესაბამისი გარემო და ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა და ქმედითი ნაბიჯები უკვე გადავდგით.
საგარეჯოს თეატრი, ისევ უმასპინძლებს გულთბილ მაყურებელს და დარბაზში კვლავ გაიჟღერებს – ამაღლებული განწყობის, მხურვალე აპლოდისმენტების მონატრებული ხმა“-
განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები