უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასი უკვე საქართველოშია. ტურნირის მთავარი სიმბოლო მოგზაურობას ბათუმიდან იწყებს. დღეიდან, უეფას ევროპის ჩემპიონატის თასი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავი ღონისძიება 26 მარტს ბათუმში, ერას მოედანზე გაიმართება. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
“26 მარტს, თასი ბათუმის ქუჩებს კოკა-კოლას ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოივლის და ბათუმის ევროპის მოედანს მიადგება, სადაც მასპინძელ ქალაქში თასის შემოტანის საზეიმო ცერემონიასთან დაკავშირებით, კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მომღერლები და ბენდები, მათშორის, ნუცა ბუზალაძე, სალიო, ანსამბლი შვიდკაცა, სოფო ხალვაში და სხვადასხვა ადგილობრივი ბენდი. ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა.
ჩემპიონატის მთავარ სიმბოლოს მოედანზე ტურნირის ელჩი – ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი დაფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი შემოიტანს.
საქართველოს მასშტაბით თასი ტურნირისადგილობრივი სპონსორის, კოკა-კოლა ბოთლერსჯორჯიას ჯადოსნური ქარავნით იმოგზაურებს.
ბათუმის შემდეგ, თასი მესტიაში გადაინაცვლებს, რისშემდეგაც, 2 მაისს, ტურნირის კიდევ ერთ მასპინძელს, ქუთაისს ესტუმრება. ქუთაისიდან მოგზაურობაამბროლაურსა და ყაზბეგში გაგრძელდება. თასისბოლო გაჩერება კი, ჩემპიონატის მასპინძელთბილისში იქნება.
გულშემატკივრებს და ნებისმიერ მსურველსსამახსოვრო ფოტოს გადაღების შესაძლებლობაცმიეცემათ.
შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპისჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშიგაიმართება.
პირდაპირი ეთერი – 19:30 საათი, აჭარის ტელევიზია
ღონისძიების დასაწყისი: 26 მარტი, 19:00 საათი, თასისშემოსვლა 20:00 საათი
მისამართი: ბათუმი, ევროპის მოედანი “,- წერია ინფორმაციაში.