ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ.
ამბროლაურის საგანმანთლებლო რესურსცენტრში დაჯილდოვდნენ წარჩინებული მოსწავლეები, რომელთაც უმაღლესი შეფასებით დაძლიეს საბაზო საფეხური.

ამბროლაურის მერიის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან და რესურსცენტრის თანამშრომლებთან ერთად პორტაბელური კომპიუტერები 6 წარჩინებულ მოსწავლეს – ანა გელაშვილს, საბა გოგილიძეს, ნინო გოგოლაძეს, ნიკოლოზ ყრუაშვილს, კესო შარაბიძეს და დავით ცაგურიშვილს გადასცა.
აღსანიშნავია, რომ პორტაბელური კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები