ფოთში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნა
ქალაქ ფოთში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა. „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ – ამ გზავნილმა გააერთიანა ღონისძიების ყველა მონაწილე,- ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მერია ავრცელებს.
მათივე განცხადებით, 21 მარტის მთავარი გმირები მხიარულ აქტივობებში ჩაერთნენ.
ღონისძიებას ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე დაესწრო და ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
,,განსაკუთრებული ემოციით აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ ეს განსაკუთრებული ადამიანები არ დავტოვოთ სიყვარულის, ყურადღების, განათლებისა და თანასწორ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობის გარეშე”,- განაცხადა ფოთის მერმა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღმნიშვნელ „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიციას“ კიდევ ერთხელ შეუერთდა. სოციალური საწარმო ,,ბაბალეს” წინდებით ფოტოსესია შედგა.