ჩხოროწყუში “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, აღმაშენებლისა და გობეჩიას ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 

ქალაქ ჩხოროწყუში აქტიურად ხორციელდება  პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროექტი – ,,განახლებული რეგიონები” , რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს  ქალაქ ჩხოროწყუს აღმაშენებლისა და გობეჩიას ქუჩების რეაბილიტაცია. ამის შესახებ ინფორმავიას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოები მოიცავს სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული შენობების ფასადების, ტროტუარებისა და ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციას.

“ამ ტაპზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.  სამუშაოებს  დღეს სამეგრელო ზემო- სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხაზია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.  

„განახლებული რეგიონების” სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს დააფინანსებ სისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა:მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია;მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება;მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა;ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები