ხულოში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
ხულოში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ფორმატის შეხვედრები ითვალისწინებს მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას, მოქალაქეთა გადაწყვეტილების საფუძველზე პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით პრიორიტეტების დაგეგმვას.
მათივე ცნობით, შეხვედრები ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 83-ვე სოფელში 14 -დან 17 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.
მიმდინარე წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ბიუჯეტი 1 002 000 ლარია
დიდ რიყეთში და დიოკნისში გამართულ შეხვედრებს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარესთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.