დავით შერაზადიშვილი ბოლნისელ ახალგაზრდებს შეხვდა
ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
დავით შერაზადიშვილმა ახალგაზრდებთან ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე, მერიის მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა სერვისსა და პროექტზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს მერმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
ახალგაზრდებთან შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“ პროექტის „სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“ ფარგლებში მოეწყო. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ.