მარტვილის მუნიციპალიტეტს ნარჩენების კონტეინერები გადაეცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ მარტვილის მუნიციპალიტეტს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, პლასტმასის 1 100 ლიტრიანი, 236 ერთეული ნარჩენების კონტეინერი გადასცა. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.

ნარჩენების კონტეინერები მარტვილის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაბზე ეტაპობრივად გადანაწილდება, რაც მუნიციპალიტეტში და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები