თორნიკე რიჟვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
აშოტ სმბატიანი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის თანამდებობას 2022 წლის აგვისტოდან იკავებს.