ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე დაკავებულ 64 წლის მამაკაცს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე.
შეგახსენებთ, ბათუმის ბულვარში ძლიერი ქარის გამო ბატუტი გადაბრუნდა, შემთხვევის დროს ბატუტზე ორი ბავშვი იმყოფებოდა. უბედური შემთხვევის შედეგად, ერთი, 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა, მეორე მცირეწლოვანი კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.