ნანა გაბელია რეგიონებში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცეების გახსნას განაგრძობს

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ხონისმუნიციპალიტეტში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გახსნა. ადგილზე, ორი თვისგანმავლობაში, 14 წლიდან 18 წლამდე ახალგაზრდები გადამზადდებიან სხვადასხვა მიმართულებებით, გაივლიან საგანმანათლებლო-შემეცნებით ტრენინგებს, ჩაერთვებიან სახალისო აქტივობებში.

მინისტრის განცხადებით, პრიორიტეტულია რეგიონებში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდებისგაძლიერება, არაფორმალური განათლების პროცესში მათი აქტიური ჩართულობა, რაც აფხაზეთისმთავრობის მიერ ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობასმნიშვნელოვნად გაზრდის.

აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდა ფოცხო-ეწერში, ქალაქ ფოთში, რუსთავსა და ზუგდიდში, მისი ეფექტურობიდან გამომდინარე, მინისტრის აპარატი მომავალშიც განაგრძობს ამ მიმართულებითმუშაობას.

დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის გახსნას ქალაქ ხონის მუნიციპალიტეტის მერილადო ჯურხაძე, ასევე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები მოქალაქეები, მინისტრისაპარატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები