ბათუმის ბულვარში დაშავებული მეორე მცირეწლოვნის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმის ბულვარში გუშინ დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა – ის მრავლობითი მოტეხილობით რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
გუშინ ძლიერმა ქარმა ბათუმში ბატუტი გაიტაცა, შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა – ერთ-ერთი დაშავებული ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.