ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე სროლა იყო.
არსებული ინფორმაციით, პირმა გორგილაძის 111-ში მდებარე სამორინეს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.
სროლის შედეგად არავინ დაშავებულა
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
“კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.