საგარეჯოს მერმა მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ 5 უხუცეს ქალს 8 მარტი მიულოცა
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ლელა ფანოზიშვილთან ერთად მთის ზონაში მცხოვრები და მოღვაწე 80 წელს გადაცილებული 4 უხუცესი პედაგოგი: ანგელინა ნადირაძე, მედეა მჭედლური, მია ბალიაური, ელისო რკინაული და უხუცესი ექიმი – ნათელა სკვარცოვა პროფესიულ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა, 8 მარტის დღესასწაული მიულოცა და თაიგულები გადასცა.
„თქვენი როლი განუზომელია, გულწრფელი მადლიერება მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ, პედაგოგის საქმიანობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ამიტომ, თქვენი როლიც განსაკუთრებულია ქვეყნისა და მომავლის განვითარებაში.
კიდევ უფრო დასაფასებელია რთულ კლიმატურ პირობებში მოღვაწე პედაგოგების ღვაწლი, რომლებიც არ უშინდებოდით ამინდს, სიშორეს, გარემოებას და პასუხისმგებლობით ეკიდებოდით თქვენს საქმეს.
გილოცავთ, ჯანმრთელობა და მხნეობა მინდა გისურვოთ, ქედს ვიხრი თქვენს მიერ განვლილი თითოეული დღისთვის” – აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.