სამტრედიის მერი: მუნიციპალიტეტში 50 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარე სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ამ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ასფალტის გზა იგება დიდ ჯიხაიში მეორმოცე ქუჩაზე, სამუშაოებს კომპანია “ჯორჯიან ბილდი” ასრულებს, ასევე ადგილობრივი სახსრებით მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია ხდება ლაშა თევზაძის N-2 და N-4 ბინებში. წესრიგდება გარე ფასადები ,იცვლება კარ-ფანჯრები, ეწყობა სადარბაზოს შესასვლელები, მიმდინარეობს ორივე ბინის გადახურვა .

გარდა ადგილობრივი ბიუჯეტით მიმდინარე სამუშაოებისა ხორციელდება ასევე სხვადასხვა ლოკალური და მასშტაბური პროექტები, მათ შორის იანეთი-ხონის შიდასახელმწიფოებრივი გზის მიმდებარედ სანიაღვრე არხები წესრიგდება, ლოკაციაზე სამუშაოებს საავტომობილო გზები კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს ,,ლატექსი” აწარმოებს.

იანეთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღის მშენებლობა დასკვნით ბაზაშია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ტარდება.

“მიმდინარე პერიოდისთვის ჩვენს მუნიციპალიტეტში 50 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. სამუშაოები ყველა ლოკაციაზე მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დაიგეგმა, ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია პროექტების დროულად და ხარისხიანად განხორციელებისთვის, ჩვენ აქტიურ მონიტორინგს ვუწევთ მიმდინარე პროცესებს, ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით იმ ორგანიზაციებთან რომლებიც სამუშაოებს ატარებენ. მიმდინარე წელს აქტიურად გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურული კუთხით ახალი პროექტების განხორციელებას”, – ამბობს სამტრედიის მერი დავით ბახტაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები