სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ხელოვნების დარგში მოღვაწე ქალბატონები დაასაჩუქრა

გაზაფხულის დადგომასთან ერთად მუნიციპალიტეტის მერიამ, სამტრედიელი ქალბატონებისთვის არაერთი სასიამოვნო ღონისძიება დაგეგმა.

დღეს ხელოვანთა დარბაზმა შემოქმედ ქალბატონთა არაჩვეულებრივ გამოფენას უმასპინძლა და მოწვეულ სტუმრებს კიდევ ერთი სამახსოვრო დღე აჩუქა.

ფერწერული ნამუშევრების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

“გაზაფხულის დადგომა, დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მივულოცეთ ძვირფას ქალბატონებს. ოჯახური ბედნიერება და შვილების კარგად ყოფნა მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს. განსაკუთრებული მოწიწებით ვულოცავ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირთა დედებს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად იყვნენ”, – განაცხადა დავით ბახტაძე.

დღევანდელი საღამო ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი კომპოზიციებით გაალამაზეს დ. შაბიძის სახელობის სახელოვნებო სკოლის პედაგოგებმა.

დასასრულს მერმა ხელოვნების დარგში მოღვაწე ქალბატონები დაასაჩუქრა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები